ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აკაკი მინდიაშვილის ლექცია გაიმართა

2824
23 აგვისტო 14:13
44
ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აკაკი მინდიაშვილის ლექცია. ფოტო: მჟკ ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აკაკი მინდიაშვილის ლექცია. ფოტო: მჟკ

შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

22 აგვისტოს ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის ლექცია გაიმართა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ლექციის მთავარი თემა საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლა და ქართველი ხალხის გაქრისტიანება იყო. თეოლოგმა მსმენელებს წმინდა ნინოს მოღვაწეობასა და მის განსაკუთრებულ როლზე ესაუბრა, რომელმაც უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ისტორიასა და ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში.

შეხვედრის ფარგლებში აკაკი მინდიაშვილი ასევე შეეხო საქართველოს ეკლესიის ისტორიის რთულ პერიოდებს, მათ შორის მე-19 საუკუნეს, როდესაც ეკლესიური ცხოვრება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და არაერთი ტაძარი დაცარიელდა.

აღსანიშნავია, რომ თეოლოგი ამჟამად წმინდა ნინოს შესახებ წიგნზე მუშაობს, რომელიც უახლოეს მომავალში გამოიცემა.

ლექცია შემეცნებით გარემოში წარიმართა და მსმენელებს შესაძლებლობა მისცა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობის ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობაზე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სოფელ ყვიბისში წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის ტაძარი აშენდება.

ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აკაკი მინდიაშვილის ლექცია გაიმართა - სურათი 1
ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აკაკი მინდიაშვილის ლექცია გაიმართა - სურათი 2
ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აკაკი მინდიაშვილის ლექცია გაიმართა - სურათი 3
ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აკაკი მინდიაშვილის ლექცია გაიმართა - სურათი 4
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ