მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ლატალში ახალი ტაძრის საძირკველი აკურთხა
სოფელ ლატალში ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა მოციქულ მატათასა და წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის სამნავიანი ტაძარი აშენდება.
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა სოფელ ლატალში ახალი სამნავიანი ტაძრის საძირკველი აკურთხა.
სამომავლოდ ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა მოციქულ მატათასა და წმინდა სვიმეონ კანანელის სახელზე იკურთხება.
საძირკვლის კურთხევის მსახურებაში სასულიერო პირები და მრევლი მონაწილეობდნენ. ახალი ტაძრის მშენებლობა სოფელ ლატალში სულიერი ცხოვრების გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი საეკლესიო კერის შექმნას შეუწყობს ხელს.
ღვთის მადლითა და ლოცვით, ტაძარი მომავალში მორწმუნეთათვის სულიერი ერთობისა და ღვთისმსახურების ადგილი გახდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში საეპარქიო კრება და დელეგატთა არჩევნები გაიმართა.