გამოქვეყნდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II_ის ბრძანება

26 აგვისტო 20:07
594
წმინდა მოწამე ნაზარი (ლეჟავა) წმინდა მოწამე ნაზარი (ლეჟავა)

მამა ნაზარ ბასილაიამ ილია მეორის ხელმოწერილი წერილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წმინდა ნაზარ ლეჟავა 27 აგვისტოს ნაცლად 1 სექტმებერს მოიხსენიება.

მამა ნაზარ ბასილაიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პატრიარქ ილია II_ის ბრძანება, რომლის თანახმადაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, წმინდა მოწამე ნაზარი (ლეჟავა) 27აგვისტოს ნაცლად მისი წამების 1 სეტემბერს მოიხსენიებოდეს.

კერძოდ, ინიციატივის მიხედვით, წმინდა მოწამე ნაზარის ხსენების დღე, რომელიც 27 აგვისტოს (ძველი სტილით — 14 აგვისტოს) აღინიშნება, შეიცვალოს მისი წამების დაზუსტებული თარიღით — 1 სექტემბრით (ძველი სტილით — 19 აგვისტო).

გამოქვეყნდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II_ის ბრძანება - სურათი 1

ამავე დღეს — 1 სექტემბერს — გერმანე, იეროთეოს და სვიმონ ხუცესთა, ბესარიონ მთავარდიაკონისა (1924) და ყოველთა ახალმოწამეთა მოხსენიებაც, რომლებიც XX საუკუნეში ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთა ხელით ეწამნენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაქვეყნებთ ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხელმოწერილ წერილს.

ეს საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიისა და იმ სასულიერო პირთა ხსოვნის სათანადოდ დაფასებისთვის, რომლებმაც ქრისტეს სარწმუნოებისა და ეკლესიის ერთგულებისთვის სიცოცხლე შესწირეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდი 25 წლის გიორგის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ