წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდი 25 წლის გიორგის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს
ფონდი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ ახალგაზრდა ოჯახის მხარდასაჭერად და დაეხმარონ გიორგის მკურნალობის, სპეციალური კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დაფარვაში.
წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდი ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას 25 წლის გიორგის დახმარებისკენ მოუწოდებს.
გიორგი ბავშვთა სახლში გაიზარდა. დღეს მისი ერთადერთი საყრდენი მეუღლე, ნინოა, რომელიც ორსულობის მეხუთე თვეში იმყოფება. ოჯახი პირველ შვილს ელოდება, თუმცა ამ ბედნიერ მოლოდინს მძიმე განსაცდელი დაერთო.
რამდენიმე დღის წინ გიორგიმ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. ექიმებს მისი სიცოცხლის გადასარჩენად სწორნაწლავის სრულად ამოკვეთა დასჭირდათ. ამჟამად მას სტომასთან ადაპტაცია, მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა, მედიკამენტები, სპეციალური მოვლა და რეაბილიტაცია სჭირდება.
ოჯახი ასევე ელოდება დამატებითი კვლევების პასუხებს, რომლებმაც უნდა დაადასტუროს ან გამორიცხოს ექიმების ეჭვი სიმსივნურ დაავადებაზე.
ფონდის ინფორმაციით, გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკვე ოთხი თვეა მუშაობა აღარ შეუძლია. შედეგად, ოჯახს უჭირს როგორც ნაქირავები საცხოვრებლის ქირის გადახდა, ისე აუცილებელი მედიკამენტებისა და ძვირადღირებული ცილოვანი კვების შეძენა, რომელიც მისი გამოჯანმრთელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ფონდი საზოგადოებას სთხოვს მხარდაჭერას, რათა დაფინანსდეს გიორგის მკურნალობა, კვლევები, სპეციალური კვება და საცხოვრებლის ხარჯები, რაც ახალგაზრდა ოჯახს ამ რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარება და მომავალ შვილს უსაფრთხო გარემოში დაბადების შესაძლებლობას მისცემს.
მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
Bank of Georgia: GE89BG0000000162603994
TBC Bank:
GE81TB7938636080100012
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: „გიორგისთვის“.
ასევე, ფონდის მხარდაჭერა შესაძლებელია საქველმოქმედო ნომერზე 0901 777 778 დარეკვით ნებისმიერი მობილური ქსელიდან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.