მომლოცველთა ჯგუფი თუშეთის სოფლებს მოილოცავს და აგვისტოს ომში დაღუპულთა სულებს მოიხსენიებს

2824
07 აგვისტო 15:04
30
მომლოცველთა ჯგუფი თუშეთის სოფლებს მოილოცავს და აგვისტოს ომში დაღუპულთა სულებს მოიხსენიებს

3-8 აგვისტოს თუშეთში სასულიერო პირები საღვთო ლიტურგიებს, პარაკლისებსა და პანაშვიდებს აღავლენენ, აკურთხებენ სოფლებს და ლოცვით მოიხსენიებენ გარდაცვლილთა სულებს.

3 აგვისტოს მომლოცველთა ჯგუფი ალავერდის მონასტრიდან თუშეთისკენ გაემართა. ალავერდის წმინდა სამების ტაძარში საღვთო ლიტურგია დეკანოზმა კონსტანტინე პაპალაშვილმა და იღუმენმა იოსებმა (ღვინიანიძე) აღავლინეს.

4 აგვისტოს დეკანოზმა კონსტანტინე პაპალაშვილმა საღვთო ლიტურგია გომეწრის ხეობაში, ივერიის ღვთისმშობლის ნიშთან აღავლინა.

იღუმენმა იოსებმა კი ივერთაში, ივერიის ღვთისმშობლის ნიშთან აღასრულა მსახურება, რის შემდეგაც სოფელ ილურთაში გადავიდა.

5 აგვისტოს დეკანოზი კონსტანტინე პაპალაშვილი პარაკლისებს ალისგორის, კოკლათისა და ჯვარბოსელის სოფლებში აღავლენს.

იღუმენი იოსები პარაკლისებსა და სოფლების კურთხევას ბუხურთასა და ვესტომთაში აღასრულებს. საღამოს ლოცვა ილურთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარდება.

6 აგვისტოს დეკანოზი კონსტანტინე პაპალაშვილი წოვათაში, მარიტეს ნიშთან, საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

იღუმენი იოსები კი დილით სოფელ ილურთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღასრულებს საღვთო ლიტურგიას.

7 აგვისტოს დეკანოზი კონსტანტინე პაპალაშვილი სოფელ ვერხოვანში, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის საგვარეულო კოშკთან, პანაშვიდს გადაიხდის და სოფელს აკურთხებს.

ამავე დღეს იღუმენი იოსები მომლოცველთა ჯგუფთან ერთად ომალოსკენ გაემართება. გზად ჯგუფი სოფელ დოჭუსა და ბოჭორნას მოილოცავს, სადაც სოფლებს აკურთხებენ. საღამოს ლოცვა ომალოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღევლინება.

8 აგვისტოს, აგვისტოს ომის წლისთავზე, დეკანოზი კონსტანტინე პაპალაშვილი ცერში, წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში, საღვთო ლიტურგიას აღავლენს და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის, რის შემდეგაც მომლოცველთა ჯგუფთან ერთად ბარში დაბრუნდება.

ამავე დღეს იღუმენი იოსები ომალოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს და აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. მსახურების დასრულების შემდეგ იგი მომლოცველთა ჯგუფთან ერთად ბარში დაბრუნდება.

მომლოცველობის ფარგლებში სასულიერო პირები თუშეთის სოფლებს მოილოცავენ, აღავლენენ ლოცვებსა და პარაკლისებს, აკურთხებენ სოფლებს და მოსახლეობას, ხოლო 8 აგვისტოს განსაკუთრებულად მოიხსენიებენ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, მიტროპოლიტი ანდრია აგვისტოს ომში დაღუპულთა სულთა მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ