საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში ანი კუდუხაშვილს უმასპინძლეს

2824
06 აგვისტო 17:42
30
საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში იმყოფებოდა სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში იმყოფებოდა სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი

შეხვედრაზე ახალგაზრდული სახლის საქმიანობა, ახალი მედიასივრცე და სექტემბრიდან „ღირებულებათა კლუბის“ ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობა განიხილეს.

5 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილის მოწვევით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი იმყოფებოდა.

ვიზიტი ახალგაზრდული სახლის კამპუსის დათვალიერებით დაიწყო. სტუმარმა ორგანიზაციის ისტორიის, მისიის, მიმდინარე პროგრამებისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღო, რის შემდეგაც ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთო.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა მინის მხატვრული დამუშავების სახელოსნო დაათვალიერეს, სადაც ახალგაზრდებთან ერთად მინის ორნამენტები მოხატეს. ღონისძიების დასასრულს მათ სამახსოვრო ნამუშევრებიც გადაეცათ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ახალგაზრდული სახლის ეზოს გამწვანების აქცია, ხოლო კულინარიის სახელოსნოში ახალგაზრდებმა სტუმრებს მასტერკლასი ჩაუტარეს.

სტუმრებმა დაათვალიერეს ახალგაზრდული სახლის ახალი მედიასივრცეც, რომელიც უკვე აღჭურვილია პოდკასტების ჩასაწერად საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და განათების სისტემით.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი შედეგი სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა გახდა. აღინიშნა, რომ სექტემბრიდან „ღირებულებათა კლუბი“ ახალგაზრდულ სახლში აქტიურ ფაზაში გადავა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან ახალგაზრდული სახლის კამპუსში, სადაც ბენეფიციარებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, გუნდურ აქტივობებში, შემოქმედებით შეხვედრებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროგრამებში.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III კულტურის მინისტრს შეხვდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ