დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ბექა მინდიაშვილს პასუხობს

2824
06 აგვისტო 10:54
81
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საოკუპაციო ხაზთან მსახურ სასულიერო პირების საქმიანობის შეფასება რეალური გამოცდილების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ბექა მინდიაშვილის კრიტიკას პასუხობს და საოკუპაციო ხაზთან მსახურების გამოცდილებაზე საუბრობს.

დეკანოზი იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს და აცხადებს, რომ 15 აგვისტოს, შინდისის ბრძოლების შემდეგ, მამა ნეოფიტესა და მამა საბასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი დაჭრილი ქართველი სამხედროების გამოყვანაში მონაწილეობდა.

მისი თქმით, სასულიერო პირებმა, სიცოცხლის რისკის ფასად, რამდენიმე რუსული სამხედრო ბლოკპოსტი გაიარეს და დაჭრილი ჯარისკაცები გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ანდრია ჯაღმაიძე ასევე საუბრობს ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან არსებულ ვითარებაზე და აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე სალოცავის შენარჩუნებასა და ქართველებისთვის იქ მისვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფაში დიდი წვლილი მიუძღვით იქ მსახურ ბერსა და მამა დავით ბურდულს.

მისივე განმარტებით, თამაზ გინტურის ტრაგედიამდე, პატრიარქ შიოს ლოცვა-კურთხევით, ლომისის მთაზე ავიდა, რათა საზოგადოებისთვის განემარტა, რომ მლეთის ლომისის ტაძარზე ასვლა შეზღუდული არ იყო. დეკანოზის თქმით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ არასწორ ინფორმაციას ადგილობრივ მოსახლეობაში დაძაბულობა და შესაძლო ტრაგიკული შედეგები არ გამოეწვია.

განცხადების ბოლოს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ბექა მინდიაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და მსახური სასულიერო პირების საქმიანობის შეფასება რეალური გამოცდილებისა და მათ მიერ გაწეული რისკების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მისი თქმით, გინტურის ტრაგედიამდე ორი დღით ადრე ამ საკითხზე თავადაც საჯაროდ აფრთხილებდა საზოგადოებას შესაძლო საფრთხეების შესახებ.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ევროკავშირის წარმომადგენლები საპატრიარქოს ლგბტ თემების პოპულარიზაციაში დახმარებას სთხოვდნენ.“

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ