ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე

2824
04 აგვისტო 19:26
61
მიტროპოლიტი გერასიმე და დეკანოზი იოანე აკობია მიტროპოლიტი გერასიმე და დეკანოზი იოანე აკობია

ზუგდიდის წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის წინამძღვარი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ზუგდიდის წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე აკობია სოციალურ ქსელში ეხმაურება ბოლო დღეებში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს.

,,გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს...
​პირველ რიგში, უდიდეს თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახს. შვილის დაკარგვა გაუნელებელი ტკივილია და უფალმა მისცეს ოჯახს სულიერი ძალა ამ უმძიმესი განსაცდელის გადასატანად.
​მეორე მხრივ, უდიდესი შეცდომაა ის აგრესია და ლანძღვა, რაც ეკლესიისა და მეუფის მისამართით წამოვიდა.


ეკლესიას აქვს საუკუნოვანი ტრადიცა, წესი და კანონები, რომელთაც სასულიერო პირი საკუთარი სურვილით ვერ შეცვლის.
ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე, როგორც ამას უსაფუძვლოდ წარმოაჩენენ ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წევრი.
ეკლესიისგან იმის მოთხოვნა, რომ საკუთარ სწავლებას გადაუხვიოს, უბრალოდ არასწორია.
​ მედია სივრცეში თუ სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინებითა და ცილისწამებით გარდაცვლილის სულს ვერაფრით დავეხმარებით. თუ მართლა გვინდა თანადგომა, სოციალურ ქსელებში აგრესიის ფრქვევას სჯობს, ყველამ, ვისაც გული შესტკივა, ვილოცოთ მისი სულისთვის და ღმერთს წყალობა ვთხოვოთ.
​ღმერთმა გააძლიეროს ოჯახი ამ უდიდეს განსაცდელში და მოგვცეს ყველას გონიერება და სიბრძნე, რათა სწორად განვსაჯოთ ასეთი სენსიტიური საკითხები და ვიყოთ მეტად წინდახედულები.''

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა გერასიმემ საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ