ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა გერასიმემ საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა

20 ივლისი 13:41
279
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მსახურების დასრულების შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დალოცა.

19 ივლისს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

ღვთისმსახურებას სასულიერო პირები და მრავალრიცხოვანი მრევლი ესწრებოდნენ.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა, ისაუბრა ქრისტიანული ცხოვრების, რწმენისა და ღვთის სიყვარულის მნიშვნელობაზე.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი კვართის დადების დღე ,,ვლაქერნობა” იზეიმა. ეს დღე გამორჩეულად აღინიშნა ზუგდიდში სადაც დავანებულია, ღვთისმშობლის კვართი. მიტროპოლიტი გერასიმეს ლოცვა-კურთხევით უამრავი მომლოცველი მიეახლა კვართს და მოილოცა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდე, ხოლო ამასთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო III_მ საღმრთო ჟამისწირვა წმინდა სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პაპუაშვილი: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ქართული ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ