საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამების საპატრიარქო ტაძარში მობრძანდა

2824
02 აგვისტო 10:40
55
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო lll. ფოტო: მჟკ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო lll. ფოტო: მჟკ

უწმინდესი და უნეტარესი წმინდა ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგიას აღავლენს, რის შემდეგაც სიონის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული ილია II-ის საფლავზე პანაშვიდს გადაიხდის.

2026 წლის 2 აგვისტოს, ამ წუთებში, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III.

უწმინდესი და უნეტარესი წმინდა ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საპატრიარქო ტაძარში საზეიმო საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საპატრიარქო ტაძარში გაემგზავრება, სადაც ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, საფლავზე პანაშვიდს აღავლენს და მის ნათელ ხსოვნას პატივს მიაგებს.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა ილია მართალს (ილია ჭავჭავაძეს) მოიხსენიებს. ეს დღე ეკლესიისა და ქართველი ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წმინდა ილია მართალი ეროვნული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, დღეს ღირსი პაისი მთაწმინდელის ხორციელი შობის დღეა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ