რენეში 2 აგვისტოს ქართული ტაძარი მომლოცველებსა და მორწმუნეებს უმასპინძლებს
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ტაძარი კვირას, 12:00 საათზე, ღია იქნება ყველა მსურველისთვის, რათა აღავლინონ ლოცვა და სანთელი დაანთონ.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საფრანგეთის ქალაქ რენეში მდებარე ქართული მართლმადიდებლური ტაძარი 2 აგვისტოს, კვირას, 12:00 საათზე, მომლოცველებისა და ყველა მსურველისთვის გაიხსნება.
მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ ღვთის სახლს, დაანთონ სანთელი, წაიკითხონ დაუჯდომელი და აღავლინონ ლოცვა უფლის სადიდებლად, საკუთარი, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობის, ღვთის შეწევნისა და კეთილდღეობისთვის.
ტაძრის სასულიერო პირები მრევლსა და ყველა მსურველს ღვთის სახლში ეპატიჟებიან და მოუწოდებენ, ერთობლივი ლოცვით შეეწიონ საკუთარ და ახლობელთა სულიერ განმტკიცებას.
„გელოდებით ღვთის სახლში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და მშვიდობა მოგანიჭოთ!“ — აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა აბრაამმა არქიმანდრიტ ანტონს (კანდელაკი) მრავალწლიანი მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა.