ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას არჩილ მინდიაშვილის შვილები სტუმრობდნენ

2824
30 ივლისი 19:15
41
მეუფე გერასიმე და აწ განსვენებული არჩილ მინდიაშვილის შვილები. ფოტო: ეპარქიის გვერდი მეუფე გერასიმე და აწ განსვენებული არჩილ მინდიაშვილის შვილები. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტმა გერასიმემ მათ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი და მისი თავდაპირველი პროექტი გააცნო.

2026 წლის 30 ივლისს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის პროექტის ავტორის, აწ განსვენებული არქიტექტორის არჩილ მინდიაშვილის შვილები – ლაშა და გიორგი მინდიაშვილები.

სტუმრებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ უმასპინძლა. მეუფემ მათ დაათვალიერებინა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი და გააცნო მისი ისტორია.

ვიზიტის ფარგლებში მიტროპოლიტმა გერასიმემ სტუმრებს ასევე წარუდგინა ის არქიტექტურული პროექტი, რომლის მიხედვითაც ტაძარი აშენდა. შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, რადგან სტუმრები თავად იმ არქიტექტორის შვილები არიან, რომლის შემოქმედებითი ხედვითაც ტაძრის პროექტი შეიქმნა.

ვიზიტი თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ადამიანების ღვაწლის დაფასებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის შექმნასა და განვითარებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა გერასიმემ საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას არჩილ მინდიაშვილის შვილები სტუმრობდნენ - სურათი 1
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას არჩილ მინდიაშვილის შვილები სტუმრობდნენ - სურათი 2

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ