ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის გადამზადების კურსი დაიწყო

2824
21 ივლისი 13:49
16
ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის სამდღიანი გადამზადების კურსი. ფოტო: საზუ ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის სამდღიანი გადამზადების კურსი. ფოტო: საზუ

სამდღიანი ტრენინგის მონაწილეები არაფორმალური სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მოზარდებთან ეფექტიან კომუნიკაციასა და ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობის ორგანიზების პრინციპებს ეცნობიან.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის სამდღიანი გადამზადების კურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან ღირებულებითი განათლების პროგრამის ძირითად მიზნებს, არაფორმალური სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის პრინციპებსა და უსაფრთხო, თანამშრომლობითი სასწავლო გარემოს შექმნის გზებს. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, მათ შორის სხვადასხვა აქტივობასა და რეალური შემთხვევების განხილვას.

გადამზადების მიზანია სასულიერო პირების პროფესიული უნარების გაძლიერება, რათა მათ სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობა მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ეფექტიანად წარმართონ.

პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებების განმტკიცებას, როგორიცაა თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა და სამართლიანობა, რაც ღირებულებითი განათლების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ კონკურსში ,,როცა აფხაზეთში დავბრუნდები”.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ