21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
ღვთისმშობლობა, ყოველი წლის 21 სექტემბერს (ძველი სტილით 8 სექტემბერს) აღინიშნება. ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
საქართველოში ამ დღესასწაულს განსაკუთრებული, გამორჩეული დატვირთვა აქვს, რაც რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას უკავშირდება.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მოციქულთა მიერ ქრისტიანობის საქადაგებლად წილისყრისას, საქართველო (ივერია) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მარიამმა მაცხოვრის ნებით იერუსალიმი არ დატოვა, მან საქართველოში საქადაგებლად წმინდა ანდრია პირველწოდებული საკუთარი ხელთუქმნელი ხატით გამოაგზავნა.
21 სექტემბერს საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა აღევლინება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს.