გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ კონკურსში ,,როცა აფხაზეთში დავბრუნდები”

2824
17 ივნისი 13:57
14
კონკურსი „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“. კონკურსი „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში 2500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

15 ივნისს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი *„როცა აფხაზეთში დავბრუნდები“* გამართა. ინიციატივის მიზანი იყო ახალგაზრდებში აფხაზეთის თემის მიმართ ინტერესის გაღრმავება და მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და ამავე სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 400 საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ. მონაწილეებმა ჯამში 1270 ნაშრომი წარადგინეს. კონკურსი სხვადასხვა შემოქმედებითი მიმართულების პროექტს მოიცავდა, მათ შორის: ესეს, ვიდეორგოლს, ინტერვიუს, ნახატს, საინფორმაციო ბუკლეტს, კონცეფციასა და სხვა სახის ნამუშევრებს.

ჟიურიმ გამარჯვებულები წარმოდგენილი ნაშრომების შინაარსის, შემოქმედებითობისა და თემატიკის შესაბამისობის მიხედვით გამოავლინა. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსი „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ხედვები და ემოციები შემოქმედებითი ფორმით გამოხატონ და საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხს ახალი თაობის თვალით შეხედონ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული პირები დააჯილდოვეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ