ვლადიმერ მგალობლიშვილი: ბართლომეოს I-თან შეხვედრა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი იყო

2824
20 ივლისი 12:08
64
ვლადიმერ (ლადო) მგალობლიშვილი. ფოტო: მჟკ ვლადიმერ (ლადო) მგალობლიშვილი. ფოტო: მჟკ

საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სტამბოლში მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით მიმდინარე ბანაკი მომავალშიც გაგრძელდება.

სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-თან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილიც ესწრებოდა. შეხვედრის ფარგლებში მსოფლიო პატრიარქმა დალოცა მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით ორგანიზებული ბანაკის მონაწილეები, მათ შორის ფერიის სკოლის აფხაზი ბავშვები.

ვლადიმერ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო როგორც მისთვის, ისე ბანაკში მონაწილე ახალგაზრდებისთვის.

„დღეს გვქონდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს l-თან, რომელმაც დალოცა ჩვენი ბანაკის მონაწილე ბავშვები – ფერიის სკოლიდან აფხაზი ბავშვები. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ამ შეხვედრის მონაწილე ვყოფილიყავი. ეს ბანაკი მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით ხორციელდება სტამბულში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, ასევე აჭარის მთავრობას, რომლის უშუალო ჩართულობით დღეს აქ ვიმყოფებით. პროექტს ახორციელებს აჭარის კულტურის სამინისტრო და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ისინი ჩვენი ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია,“– განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პატრიარქ ბართლომეოსს შეხვდნენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ