გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა - ბედნიერია სენაკის მრევლი

2824
07 ივლისი 14:51
60
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა . ფოტო: მჟკ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა . ფოტო: მჟკ

დღეს ეკლესია იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში იოანე ნათლისმცემლის შობის დღესთან დაკავშირებით, წმინდა იოანეს სახელობის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, სენაკში შეიკრიბნენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი მთელი დღის განმავლობაში გაწვდიდათ მასალას ღვთისმსახურებიდან. 

წმინდა სინოდის წევრი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს დღევანდელი დღის მნიშვნელობას ეპარქიისთვის და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

,,გილოცავთ დღევანდელ დღეს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას. ეს დღე განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ საქართველოს ეკლესიიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა. ბედნიერია სენაკის მრევლი, რამეთუ ეს არის სამწყსო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიოსი და აწ უკვე ჩვენი ეკლესიის მამამთავრის სტატუსით ჩამობრძანდა თავის ყოფილ ეპარქიაში, დალოცა თავისი სამწყსო და აქ შეკრებილი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. გილოცავთ ამ დღესასწაულს.''

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობა.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ