საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა და წიგნის წარდგენა გაიმართა

2824
30 ივნისი 19:40
46
ღონისძიება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფოტო: კულტურის სამინისტრო ღონისძიება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფოტო: კულტურის სამინისტრო

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის -„ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ წარდგენა გაიმართა.

ღონისძიებას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე, მინისტრის მოადგილე, გრიგოლ ცერცვაძე და კულტურის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ხელნაწერი წიგნები, ისტორიული დოკუმენტები და საარქივო მასალა (V-XX სს.) საქართველოს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ, კულტურულ და სამწიგნობრო ტრადიციას ასახავს, ხოლო წიგნი - „ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ XV საუკუნის უნიკალური ხელნაწერის ინტერდისციპლინურ კვლევას მოიცავს.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის კონკურსს აცხადებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ