თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მობილობის კონკურსს აცხადებს

2824
19 ივნისი 13:52
22
Erasmus+ KA171. ფოტო: bams.mak.ac.ug Erasmus+ KA171. ფოტო: bams.mak.ac.ug

თესალონიკის
არისტოტელეს უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომა-ზამთრის სემესტრში განხორციელდება.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს კონკურსს Erasmus+ (KA171) საერთაშორისო საკრედიტო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული საქმიანობა განახორციელონ საბერძნეთის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში — თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში.

მობილობა დაგეგმილია 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომა-ზამთრის სემესტრში, 2026 წლის 1 ნოემბრიდან 2027 წლის 29 იანვრამდე პერიოდში და მოიცავს როგორც სწავლების (Teaching Mobility), ისე პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების (Training Mobility) მიმართულებებს.

კონკურსის ფარგლებში თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს 5 კანდიდატი სწავლების მიზნით და არაუმეტეს 5 კანდიდატი პროფესიული განვითარების პროგრამისთვის.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება, ავტობიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო სამი წლის პროფესიული საქმიანობის მოკლე აღწერა. კანდიდატების შეფასება განხორციელდება პროფესიული გამოცდილების, მობილობის მიზნის შესაბამისობის, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პოტენციალის, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 5 ივლისია. საკონკურსო კომისია განაცხადებს 10 ივლისს განიხილავს, შედეგები კი 14 ივლისს გამოცხადდება. შერჩეული კანდიდატების ნომინაციები თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტს 23 ივლისამდე გადაეგზავნება.

საბოლოო შერჩევასა და დაფინანსების საკითხს მასპინძელი უნივერსიტეტი საკუთარი კრიტერიუმებისა და პროცედურების საფუძველზე განსაზღვრავს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ