სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში სამების საპატრიარქო ტაძრის გოგონათა გუნდის კონცერტი გაიმართება

2824
19 ივნისი 12:40
18
ყაზბეგი, სოფელი სნო. ფოტო: მჟკ ყაზბეგი, სოფელი სნო. ფოტო: მჟკ

ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსა და უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას ეძღვნება.

27 ივნისს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში სამების საპატრიარქო ტაძრის სამრევლო (ლია სალაყაიას) სკოლის გოგონათა გუნდის კონცერტი გაიმართება.

ეპარქიებში დაგეგმილი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას.

კონცერტი გაიმართება სნოს საპატრიარქო რეზიდენციაში და დაიწყება 15:00 საათზე. ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელია ნონა მახათაძე.

დასწრება თავისუფალია და კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ჩოხოსანთა ანსამბლები „იავნანა“, „მარულა“ და „არტ-იბერი“ დალოცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ