ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
გორიჯვრიდან თხოთის მთისკენ მიმავალი მომლოცველობითი გზა მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გრძელდება საზეიმო მომლოცველობითი და ლოცვითი მსვლელობა გორიჯვრიდან თხოთის მთამდე.
მსვლელობა 15 ივნისს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ გორისა და ატენის, ასევე სამთავისისა და კასპის ეპარქიების სასულიერო პირები და მრევლის წარმომადგენლები. მსვლელობის ფარგლებში სრულდება პარაკლისები, საღმრთო ლიტურგიები და სოფლების დალოცვის ცერემონიები.
მომლოცველები გაივლიან შემდეგ დასახლებებს: გორიჯვარი, ხიდისთავი, დოესი, ხოვლე, გრაკალი, თელიანი, სასირეთი, ზემო და ქვემო ხანდაკი, მეტეხი, ქალაქი კასპი, მიქელწყარო და აღაიანი.
მომლოცველობითი მსვლელობის დაწყებამდე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გორიჯვრის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში მცირე წყალკურთხევის წესი აღასრულა და დალოცა მსვლელობის მონაწილეები.
ლოცვით ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და მრევლი.
მიტროპოლიტმა ანდრიამ დალოცა როგორც მსვლელობის მონაწილეები, ისე ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები და წარმატებული სულიერი გზა უსურვა მათ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გაიმართება საკვირაო სკოლების მეგობრული შეხვედრა წმინდა წერილის ცოდნაში.