თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადა

2824
18 ივნისი 17:15
27
თბილისის სასულიერო აკადემია თბილისის სასულიერო აკადემია

სწავლება ყველა მიმართულებაზე უფასოა, საბუთების მიღება 17 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტების მიღება გამოაცხადა. სასწავლებელში სწავლება ყველა მიმართულებაზე სრულიად უფასოა, ხოლო მიღება განხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და შიდა გამოცდების შედეგების საფუძველზე.

საბაკალავრო საფეხურზე მოქმედებს ექვსი საგანმანათლებლო პროგრამა: თეოლოგია, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა, ქრისტიანული ფსიქოლოგია, საეკლესიო არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება), ხატწერა და დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია.

სასწავლებელს გავლილი აქვს ავტორიზაცია, ხოლო გაცემული დიპლომი აღიარებულია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ჩასაბარებელია მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, ხოლო სასწავლებელში ჩარიცხვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი გადალახავს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ კომპეტენციის ზღვარს.

შიდა გამოცდები მოიცავს ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებს (ზეპირი), საქართველოს ისტორიას (ზეპირი) და უცხო ენას (ტესტირება). ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისა და საეკლესიო არქიტექტურის მიმართულებების მსურველები დამატებით ჩააბარებენ ხატვის გამოცდას.

თეოლოგიის პროგრამაზე მისაღებ გამოცდებზე მხოლოდ მამაკაცები დაიშვებიან, ხოლო დანარჩენ სპეციალობებზე სწავლა ხელმისაწვდომია როგორც ვაჟებისთვის, ასევე ქალებისთვის.

საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა ოთხი წელია. მისაღებ გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა.

საბუთების მიღება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 2026 წლის 17 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად ელექტრონულ მისამართზე: [[email protected]](mailto:[email protected]).

შიდა გამოცდები 3-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის სხდომა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ