მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ზესტაფონის კლინიკა „ელიტე“ დალოცა
კლინიკაში, მეუფის ლოცვა-კურთხევითა და ექიმ ირაკლი მიშიძის ორგანიზებით, სხვადასხვა სპეციალობის ექიმებმა პაციენტებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს.
2026 წლის 14 ივნისს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ზესტაფონში მდებარე კლინიკა „ელიტეს“ ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მეუფემ დალოცა კლინიკა, სამედიცინო პერსონალი და პაციენტები. აღნიშნული ღონისძიება მისი ლოცვა-კურთხევითა და ჩირქოვანი და დიაბეტური ქირურგის, ირაკლი მიშიძის ორგანიზებით გაიმართა.
კლინიკაში სხვადასხვა მიმართულების ექიმები იყვნენ მოწვეული, რომლებმაც პაციენტებს სრულიად უსასყიდლოდ გაუწიეს სამედიცინო მომსახურება და კონსულტაციები.
ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მადლობა გადაუხადა ექიმებსა და კლინიკის თანამშრომლებს საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ქველმოქმედებაში ჩართულობისთვის, ხოლო პაციენტებს ჯანმრთელობა და ღვთის შეწევნა უსურვა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული პირები დააჯილდოვეს.