დავითიანნი პარტნიორი სკოლების კოორდინატორებისთვის AI ვორქშოფს გამართავს
ვორქშოფი 18 და 20 ივნისს ჩატარდება და მონაწილეებს ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროცესში პრაქტიკულ გამოყენებას გააცნობს.
„დავითიანნის“ ინიციატივით, პარტნიორი სკოლების კოორდინატორებისთვის ერთდღიანი პრაქტიკული AI ვორქშოფი გაიმართება, რომლის მიზანია მონაწილეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობა და მისი ეფექტიანი გამოყენების სწავლება სასწავლო პროცესში.
ვორქშოფი 18 და 20 ივნისს ჩატარდება, ხოლო მონაწილეებს შეეძლებათ მათთვის სასურველი თარიღის არჩევა. პროგრამაში მონაწილეობა სრულად, 100%-ით დაფინანსებულია და განკუთვნილია მხოლოდ „დავითიანნის“ პარტნიორი სკოლების კოორდინატორებისთვის.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ChatGPT-ის, Gemini-ისა და NotebookLM-ის პრაქტიკულ გამოყენებას, AI-ის დახმარებით გაკვეთილის გეგმების, ტესტების, კითხვარების, შეფასების რუბრიკებისა და დიფერენცირებული სამუშაო ფურცლების შექმნის მეთოდებს. ასევე განიხილება სწორი პრომპტების შედგენის პრინციპები და ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენების საკითხები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ვორქშოფის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა შექმნას რეალური სასწავლო მასალის პირველი ვერსია, რომელსაც საკუთარ პრაქტიკაში გამოიყენებს.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა წინასწარ მითითებულ ბმულზე შეუძლიათ. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
🔗 რეგისტრაცია: [https://docs.google.com/forms/u/3/d/15GYmwqdu35rZUhDmQVWPryY9B0n4EkZxdF-vjCDhk4E/edit?usp=sharing_eip_se_dm&ts=6a2c4b3e](https://docs.google.com/forms/u/3/d/15GYmwqdu35rZUhDmQVWPryY9B0n4EkZxdF-vjCDhk4E/edit?usp=sharing_eip_se_dm&ts=6a2c4b3e)
„AI არ ცვლის მასწავლებელს — AI ეხმარება მასწავლებელს დროის დაზოგვაში, იდეების განვითარებასა და სასწავლო პროცესის გამარტივებაში“, — აღნიშნულია ვორქშოფის აღწერაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიაში მგალობელთა გუნდის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.