პედაგოგებისთვის სამშვიდობო განათლების თემაზე გასვლითი გადამზადება გაიმართა
პროექტის „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ფარგლებში ქართველმა და ოსმა პედაგოგებმა მშვიდობის კულტურისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე იმუშავეს.
12-14 ივნისს, სასტუმრო „სოლო გრანდში“, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროექტის — „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ — ფარგლებში გაიმართა გასვლითი გადამზადება პედაგოგებისთვის თემაზე: „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“.
გადამზადებაში მონაწილეობა მიიღო 12-მა ეთნიკურად ქართველმა და ოსმა პედაგოგმა ოთხი საჯარო სკოლიდან: ლამოვანის საჯარო სკოლა, გორის №3 საჯარო სკოლა, წითელუბნის საჯარო სკოლა და შავშვების საჯარო სკოლა.
სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა, კონფლიქტის ტრანსფორმაციის სპეციალისტის, ელიკო ბენდელიანის ხელმძღვანელობით, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ტოლერანტობა, დისკრიმინაცია, მშვიდობის მშენებლობა, მშვიდობის კულტურა სკოლასა და საკლასო ოთახში, კონფლიქტის ტრანსფორმაცია და პედაგოგის როლი უსაფრთხო, მიმღებლობითი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნაში.
გადამზადების ფარგლებში პედაგოგებმა ასევე იმუშავეს სამშვიდობო ინიციატივების იდეებზე, რომელთა განხორციელებასაც მომავალში საკუთარ სკოლებსა და ადგილობრივ თემებში გეგმავენ.
ორგანიზატორთა შეფასებით, შეხვედრა ნაყოფიერი და შედეგიანი იყო, ხოლო მონაწილე სკოლებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
პროექტი „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების ტაძრის ეზოში პატრიარქ ილია II-ის სახელობის ზეთისხილის ბაღი გაშენდა.