სამების ტაძრის ეზოში პატრიარქ ილია II-ის სახელობის ზეთისხილის ბაღი გაშენდა

11 ივნისი 12:21
234
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ზეთისხილის ბაღი გაშენდა და დაირგო 150 ზეთისხილის ხე. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ზეთისხილის ბაღი გაშენდა და დაირგო 150 ზეთისხილის ხე.

შიო III-ის ლოცვა-კურთხევით გამართულ გამწვანების აქციაზე 150 ზეთისხილის ხე დაირგო.

10 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიძღვნილი ზეთისხილის ბაღი გაშენდა. ღონისძიების ფარგლებში 150 ზეთისხილის ხე დაირგო.

გამწვანების აქცია ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები, სასულიერო პირები, გარემოსდამცველები, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ზეთისხილის ბაღის გაშენებაში მონაწილეობა განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა.

ღონისძიების მონაწილეები დალოცა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის დაფასებასა და მისი ხსოვნის პატივისცემაში მიიღო მონაწილეობა.

აქცია გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და შიო III-ის ლოცვა-კურთხევით მიეძღვნა ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას.

ფონდმა „გაამწვანე საქართველო“ მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოს, კომპანია „მწვანე სახლს“ და ყველა იმ ორგანიზაციასა და პირს, რომლებიც წლების განმავლობაში ფონდის საქმიანობას მხარს უჭერენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტარდება.

სამების ტაძრის ეზოში პატრიარქ ილია II-ის სახელობის ზეთისხილის ბაღი გაშენდა - სურათი 1
სამების ტაძრის ეზოში პატრიარქ ილია II-ის სახელობის ზეთისხილის ბაღი გაშენდა - სურათი 2
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ