„ახალი ბანას გუნდმა“ სოლო კონცერტი გამართა ყვარელში
ღონისძიების მთავარ მოტივს წარმოადგენდა ის უწყვეტი სულიერი კავშირი, რომელიც ილია მართლისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის იდეალებს აერთიანებს.
6 ივნისს, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მადლიანმა სივრცემ ახალი ბანას გუნდის სოლო კონცერტს უმასპინძლა, რომელიც უდიდესი მოწიწებით მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას.
ღონისძიების მთავარ მოტივს წარმოადგენდა ის უწყვეტი სულიერი კავშირი, რომელიც ილია მართლისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის იდეალებს აერთიანებს. ეს არის ერთობა, რომელიც ეფუძნება ჩვენს უმთავრეს ფასეულობებს - „მამულს, ენას, სარწმუნოებას“ და იმ დიდებულ ფორმულას, რასაც „ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის“ უანგარო, თავდადებული სიყვარული ჰქვია.
ჩვენთვის უდიდესი პატივი და სიხარული იყო, რომ ჩვენს გვერდით იყვნენ და საღამოს დაესწრნენ ყოვლადუსამღვდელოესი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, ნეკრესის ეპარქიის სასულიერო დასი, სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები, დედები და მამები, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ყვარლის საზოგადოება.
შეკრებილი სტუმრები დალოცა მეუფე სვიმეონმა. საღამოს მსვლელობისას დამსწრეთ სიტყვით მიმართა ფოლკლორისტმა, ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელმა დავით ცინცაძემ, რომლებმაც ისაუბრეს ქართულ ფოლკლორზე, როგორც ერის უნიკალურ საუნჯესა და მემკვიდრეობაზე. საღამოს უძღვებოდა გუნდის დირექტორი ლაშა გელაშვილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ,,ახალი ბანას'' კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ილიას განათლების ფესტივალი 2026“-ს უმასპინძლებს.