ახალ ბანაში ილიას განათლების ფესტივალი გაიმართა

2824
08 ივნისი 16:04
13
„ილიას განათლების ფესტივალი 2026“ „ილიას განათლების ფესტივალი 2026“

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, კულტურულ-სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრმა ასობით ახალგაზრდასა და მშობელს უმასპინძლა.

ახალი ბანას კულტურულ-სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრში ილიას განათლების ფესტივალი გაიმართა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოეწყო. საგანმანათლებლო ღონისძიებას ასობით ახალგაზრდა, მოსწავლე და მშობელი დაესწრო.

ფესტივალი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით ჩატარდა. ახალი ბანას სივრცე უკვე წლებია აქტიურად ემსახურება ახალგაზრდების განათლებას, კულტურულ განვითარებასა და სულიერ აღზრდას.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, მიეღოთ ინფორმაცია სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული განვითარების გზების შესახებ, ასევე ჩართულიყვნენ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში.

ორგანიზატორთა განცხადებით, ახალი ბანას კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მისიაა სულიერებისა და მეცნიერების ჰარმონიული თანაარსებობის ხელშეწყობა, მომავალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდებისთვის განათლების მნიშვნელობის წარმოჩენა.

ცენტრი დაარსების დღიდან სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობს და ცდილობს, ახალგაზრდებს შეუქმნას სივრცე, სადაც ცოდნის მიღება, პიროვნული განვითარება და სულიერი ღირებულებების გაცნობიერება ერთიან პროცესად იქცევა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ახალი ბანას კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ილიას განათლების ფესტივალი 2026“-ს უმასპინძლებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ