საპატრიარქო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საკითხში ერთვება

2824
20 მაისი 10:33
12
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიზე. ფოტო: საზუ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიზე. ფოტო: საზუ

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სპეციალისტებისა და მშობლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქო საკითხის სიღრმისეულ შესწავლასა და შესაბამისი დახმარების გზების მოძიებაში ჩაერთვება.

მისი თქმით, შეხვედრა საქმიანი და მნიშვნელოვანი იყო, რადგან დაავადებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი სპეციალურ ცოდნას საჭიროებს.

„ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს დაავადება სრულყოფილად შესწავლილი არ არის და მშობლები სხვადასხვა სიახლის მოლოდინში არიან,“ — აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე განმარტებით, საპატრიარქოს საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებში ჩართულობის გამოცდილება აქვს და მსგავსი თემები ხშირად გაფართოებულ ფორმატში, სპეციალისტების მონაწილეობით განიხილებოდა.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, რომელშიც საპატრიარქოც ჩაერთვება. პროცესში მონაწილეობას მიიღებს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაც.

„ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ დაავადების მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება,“ — განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოში საერთაშორისო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ