პატრიარქი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა
შეხვედრა საპატრიარქოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა.
შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობდა. მშობლები უკვე რამდენიმე კვირაა სხვადასხვა ფორმით მართავენ საპროტესტო აქციებს და სახელმწიფოსგან მათი შვილებისთვის აუცილებელი მედიკამენტების დაფინანსებასა და ხელმისაწვდომობას ითხოვენ.
დიუშენის სინდრომი მძიმე გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესულ დაზიანებას იწვევს და დროული მკურნალობა პაციენტებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს პატრიარქის, შიო მესამეს სიტყვა ოჯახის სიწმინდის დღეს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ