გაიმართა მიტროპოლიტ იოანეს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
კონფერენციის თემა იყო „ეკლესია და განათლება XIX-XX საუკუნეებში“.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ეკლესია და განათლება XIX-XX საუკუნეებში“ გაიმართა.
ღონისძიება გელათის მეცნიერებათა აკადემიის, გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენცია მიეძღვნა მეუფე იოანეს ცხოვრებასა და მრავალმხრივ მოღვაწეობას. მისი ცხოვრების გზა, საერო განათლებიდან სასულიერო მსახურებამდე, ხოლო შემდგომ — საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ეპარქიის წინამძღოლობამდე, სულიერი ღვაწლისა და ერთგულების მაგალითია.
2019 წლიდან მეუფე იოანე ქუთაის-გაენათის ეპარქიას ხელმძღვანელობს და აგრძელებს იმ მდიდარი სულიერი ტრადიციის შენარჩუნებასა და განვითარებას, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ეპარქიაში მოღვაწე გამორჩეული ქართველი მღვდელმთავრები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
