12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს
ასევე, 12 მაისი,2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.
12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია აღნიშნავს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. წმინდა ანდრია მოციქული საქართველოში პირველ მქადაგებლად იწოდება. იგი იყო წმინდა პეტრე მოციქულის ძმა. უფალმა იესო ქრისტემ მას პირველს მოუწოდა, რის გამოც ეწოდა „პირველწოდებული“.
დღევანდელი 12 მაისი იმითაც არის გამორჩეული, რომ სწორედ ამ დღეს, 1700-წლოვანი ქრისტიანული ტრადიციის მატარებელი ივერიის ეკლესიის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის უძველეს საყდარზე, მოხდება საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის — შიო III (მუჯირი) — ინტრონიზაცია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტტა კავშირი წერდა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს.