შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას ულოცავს

2824
11 მაისი 18:40
20
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას.
მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას ულოცავს.
„დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის.
უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - ინებოს უფალმა, რათა მრავალი წელი სწორედ ამგვარად მოვიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი.


ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას.
მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს.
ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს!
ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია!“- ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მისალოც წერილში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს 142-ე პატრიარქად არჩევა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ