სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები მიმდინარეობს

2824
11 მაისი 13:03
91
სამების ტაძარში პატრიარქს ირჩევენ სამების ტაძარში პატრიარქს ირჩევენ

გაფართოებული კრების წევრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქს ირჩევენ.

თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ამ წუთებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ.

კრებას ესწრებიან წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები და დელეგატები სხვადასხვა ეპარქიიდან. საპატრიარქოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, ხოლო მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური რეგულაციები მოქმედებს.

პატრიარქის არჩევის პროცესი ეკლესიის წესდებისა და საეკლესიო ტრადიციის შესაბამისად ტარდება. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღვრის ვინაობა, რის შემდეგაც გაიმართება ინტრონიზაციისთვის მზადების პროცესი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამებაში პატრიარქის ტახტის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი მიბრძანდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ