საპატრიარქო ტახტის კიდევ ერთი კანდიდატი ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება
რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპოდენტი იუწყება, ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანდა საპატრიარქო ტახტის კიდევ ერთი კანდიდატი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).
მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც უკვე ცნობილია გაფართოებული კრება დაიწყება 13:00 საათზე, სადაც აირჩევენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ, 142 პატრიარქს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამებაში პატრიარქის ტახტის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი მიბრძანდა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ