იერუსალიმისა და ბულგარეთის პატრიარქებმა ერთობლივი საღვთო ლიტურგია აღავლინეს
ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით იერუსალიმში საზეიმო მსახურება აღევლინა, რომელსაც პატრიარქები თეოფილე III და დანიელი უძღვებოდნენ.
იერუსალიმში, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო საღვთო ლიტურგია აღევლინა, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III და ბულგარეთის პატრიარქი დანიელი უძღვებოდნენ.
საზეიმო მსახურება ბულგარეთის პატრიარქ დანიელის იერუსალიმის საპატრიარქოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ვიზიტი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის მიწვევით 25-30 სექტემბერს მიმდინარეობს.
ერთობლივ ღვთისმსახურებაში იერუსალიმისა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქებმა და სასულიერო პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის პატრიარქი დანიელი და დელეგაციის წევრები წმინდა მიწის უმნიშვნელოვანეს სიწმინდეებს მოილოცავენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ექსკლუზივი: პატრიარქი თეოფილე III კომენტარს აკეთებს წმინდა საფლავის ტაძრის გახსნაზე.
