მიტროპოლიტი ისაია კანდიდატურის მოხსნას უარყოფს – „ამ საკითხზე არავისთან მისაუბრია“
მეუფე ისაია (ჭანტურია) არ ადასტურებს, რომ მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა; გავრცელებულ ინფორმაციას საჯაროდ გამოეხმაურა.
მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საკუთარი კანდიდატურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სასარგებლოდ მოხსნა.
აღნიშნულის შესახებ მეუფე ისაიამ „ნეტგაზეთის“ კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ კანდიდატურა მოხსნა ან საერთოდ განიხილავს თუ არა საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, მიტროპოლიტმა განაცხადა: „ამ საკითხზე არავისთან მისაუბრია. თუ არავისთან მისაუბრია, როგორ მოვხსნიდი?“
ბოლო დღეებში მედიასა და სოციალურ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მიტროპოლიტმა ისაიამ კანდიდატურა უკვე მოხსნა და ეს ნაბიჯი მოსაყდრე შიოს მხარდაჭერას უკავშირდებოდა. აღნიშნული ვერსია გააჟღერა ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა საკუთარ გადაცემაში, სადაც განაცხადა, რომ სინოდის წევრებმა კანდიდატურები შიოს სასარგებლოდ უნდა მოხსნან და ამ კონტექსტში მიტროპოლიტ ისაიას მოქმედება მაგალითად მოიყვანა.
მეუფე ისაიას განცხადება აღნიშნულ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის, უნეტარეს იერონიმე II-ის სამძიმარი.