კონსტანტინე ცერცვაძე ილია ll-ის ღვაწლზე საუბრობს
ძალიან რთულია მასზე წარსულში საუბარი. ისეთი პატრიარქი როგორიც ჩვენ გვყავს, მე ვერ ვიტყვი წარსულში, გვყავდა, არც ერთ ქვეყანას არ ჰყავდა და ალბათ არასდროს არ განმეორდება. ადამინია საერთოდ არ მეორდება და მითუმეტეს ილია მეორეს რა გაამეორებს.
2026 წლის 17 მარტი განსაკუთრებით მძიმე იყო საქართველოს მოსახლეობისთვის. ერმა დაკარგა სულიერი მამა. 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ll.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ქართული ფილიალის გადამღები ჯგუფი ესაუბრა ჟურნალისტს, ფილოლოგსა და კინორეჟისორს, ბატონ კონსტანტინე ცერცვაძეს, რომელმაც ისაუბრა უნეტარესის ღვწლზე მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე.
,,2026 წლის 17 მარტს, ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შვილები დავობლდით. დავობლდით, იმიტომ რომ დავკარგეთ ჩვენი სულიერი მამა. თუმცა არ დაგვიკარგავს, ის ფიზიკურად ჩვენგან წავიდა, მაგრამ სულიერად, ზუსტად ვიცი, რომ ჩვენთან იქნება, ზუსტად ვიცი რომ მისი ლოცვები გაძლიერდება, თუ ის წავიდა, მხოლოდ იმიტომ რომ მისი ლოცვები უფრო გაძლიერდეს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს მიმართ.
ჩვენი პატრიარქი, მე ასე ვამბობ, რომ ეს არის ბიბლიური პატრიარქი. ამ მცირე ინტერვიუში, რათქმაუნდა, არა თუ 5 წუთიან, არათუ 1 საათიან, არამედ დღეები, წლები დასჭირდება რომ აღიწეროს ის ღვაწლი, რაც ჩვენს უწმინდესს საქართველოს მიმართ აქვს და არა მარტო საქართველოს მიმართ. ძალიან იმოქმედა ჩემზე ერთ-ერთმა ეპიზოდმა. ბათუმში მომხდარა თურმე, რომ ორი მუსულმანი სეირნობს და ერთი ეუბნება მეორეს:
- რამადანთან დაკავშირებით რას ვაპირებთ?
- არ გაგიგია? რა დროს რამადანია, ჩვენ უწმინდესი გარდაგვეცვალა.
ეს სიყვარული უნდა დაიმსახურო. ის ხალხი, რომელიც დღეს სამების საკათედრო ტაძარში დგას საათობით რიგში, რომ პატივი მიაგოს ჩვენი უწმინდესის ნათელ ხსოვნას, ეს ყველაფერზე მეტყველებს და ამით ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ თუ რა დონის პატრიარქი გვყავდა და ამით მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ ჩვენში, ქართველებში მართლმადიდებლობა ეს გენეტიკურ დონეზეა. ისედაც სიტყვას დაუკვირდით მეგობრებო. გარდაიცვალა. გავშიფროთ ეს სიტყვა, გარდაიცვალა ე.ი. კი არ მოკვდა, სიკვდილი არ არსებობს, არსებობს გარდაცვალება და არ შემიძლია არ ავღნიშნო ის უდიდესი ღვაწლი, რაც პატრიარქს აქვს თუნდაც ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. ფილმები მამა გაბრიელზე, რომლებიც ჩვენ გადავიღეთ და რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, პროექტები, რომლებიც განვახირცილეთ, უშუალოდ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ხორციელდებოდა და განხორციელდება, რამე თუ მან ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს მისცა ლოცვა-კურთხევა ეს საქმე გაგვეკეთებინა, რომ მამა გაბრიელის სახელი გაგვეცნო მთელი მსოფლიოსთვის და უფლის წყალობით ეს ჩვენ გამოგვივიდა და გამოგვივა. მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვაც ხომ პირადად უწმინდესის პირადი დამსახურებაა. რომ არა პატრიარქი ილია მეორე, ჯერ-ჯერობით მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხული არ იქნებოდა. კანონიკის დაცვით, როგორც ჩვენი ძვირფასი მეუფეები ამბობენ, მიღებულია საერთოდ, რომ ბევრი წელი უნდა იყოს გასული სანამ ცოცხალია ის ადამიანები ვინც იცნობდა უშუალოდ ამა თუ იმ წმინდანს, მისი წმინდანად შერაცხვა არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ უწმინდესმა წერტილი დასვა ამ საკითხში და 2012 წლის 20 დეკემბერს მთელი საქართველო გააბრწყინა.
გავიხსენოთ მეგობრებო, 2014 წელს , როდესაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ამოაბრძანეს, მაშინ საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა და მამა გაბრიელმა, პატრიარქმა და რასაკვირველია პირველ რიგში უფალმა აგვარიდა მორიგი უბედურება და მორიგი სამოქალაქო ომი.
მე მახსოვს, უწმინდესი როდესაც გამოვიდა ქადაგებით, მამა გაბრიელის წმინდანად ამობრძანებაზე, ასეთი რაღაც თქვა: ,,ხშირად გვეკითხება ხალხი თუ რა არის ბედნიერება? და დღეს რაც ხდება საქართველოში ის არის ბედნიერება. მთელს საქართველოს ლოცავს მამა გაბრიელი.’’
მე დავესესხები უწმინდესს და ვიტყვი, რომ დღეს ჩვენს სამშობლოს ლოცავს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
ძალიან რთულია მასზე წარსულში საუბარი. ისეთი პატრიარქი როგორიც ჩვენ გვყავს, მე ვერ ვიტყვი წარსულში, გვყავდა, არც ერთ ქვეყანას არ ჰყავდა და ალბათ არასდროს არ განმეორდება. ადამინია საერთოდ არ მეორდება და მითუმეტეს ილია მეორეს რა გაამეორებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: მსოფლიო პატრიარქს ველოდებით 12 საათზე.