საპატრიარქო ტახტის მემკვიდრის სიტყვა სიონის საპატრიარქო ტაძარში
მან ინება აქ დაკრძალვა.ჩვენი გულები სავსეა ემოციებით, ყველას გვსურს გამოვხატოთ მადლიერება.
22 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავში ჩასვენებამდე საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მიტროპოლიტმა შიომ გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა.
მიტროპოლიტი შიო: მღვდელმთავარნო, ძმებო , დებო და დედებო. აი დგება დრო როდესაც სიონის ტაძარს უნდა ჩავაბაროთ ჩვენი სულიერი წინამძღოლის კათოლიკოს-პატრიარქის ნეშტი. განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება სიონისადმი. აქ დაიწყო მისი ღვაწლი და გზა. აქ ჩაისახა მრავალი იდეა, რამაც სიკეთე მოუტანა ჩვენს ეკლესიას. იმ მადლს, რომელიც მუდამ სდევდა ჩვენს უწმინდესობას. აი ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის ტაძრისადმი. მან ინება აქ დაკრძალვა.ჩვენი გულები სავსეა ემოციებით, ყველას გვსურს გამოვხატოთ მადლიერება. შენდობა უნდა ვთხოვოთ მას, რადგან ვერ გავაკეთეთ ყველაფერი ისე როგორც მას სურდა. სიტყვა ეძლევა მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას.
მიტროპოლიტი ანანია: დღეს მწუხარეა ჩვენი სული. ერი გლოვობს ჭეშმარიტი მამის ილია მეორის გარდაცვალებას, ამასთანავე მაცხოვარი გვამხნევებს. მოციქული პავლე ამბობს, გასაჭირი შეიქმნს მოთმინებას, მოთმინება კი სასოებას. უფალი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ გვეგონა რომ პატრიარქი მიაღწევდა გრიგოლ ხანცდელის ასაკს 105 წელს, მაგრმ მან ადრე დაგვტოვა. მან აღადგინა მრავალი ახალი ეპარქია, ათარგმნინა წმინდა ბიბლია, თითქმის ნახევარი საუკუნე ვიყავი მისი მოწაფე და შემდეგ ,ღვდელმთავარი. თავისი უმთავრესი მიზნის შესახებ განაცხადა სვეტიცხოველში : მე მსურს გამოვავლინო ქართული ერის შინაგანი ენერგია. მართლაც მისი შრომით აღიორძინდა ქრისტიანობა. ჩვენ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ უწმინდესობავ გაგიშლიათ არწივივით ფრთები და ამ ფრთებქვეშ იკრებთ მთელ საქართველოს, საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს. რამდენი წინაპართა მიერ წამოწყებული საქმე განაახლეთ. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის წინამძღვრობა შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე.
ჩვენ ვგლოვობთ და ვწუხვართ რომ ამჟმად ვდგვართ სიონში, სადაც განისვენებენ უდიდესი მოღვაწეები. თქვენ აღასრულეთ თქვენი ვალი ერის და ღმერთის წინაშე. მშვიდად განისვენეთ პატრიარქო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პოლიტიკური ლიდერები პატრიარქ ილია ll-ს ემშვიდობებიან.