სიონში ილია II-ის საფლავზე 40 დღის განმავლობაში ყოველდღიური პანაშვიდი აღევლინება

2824
23 მარტი 18:04
32
სიონის საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ სიონის საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ

მრევლს ტაძარში შესვლა და პატივის მიგება 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საფლავზე ყოველდღიური პანაშვიდები აღევლინება.

Блок - по темі (მეუფე ზენონ იარაჯული: „პატრიარქობა ძალიან დიდი ტვირთია“ — ვინ შეიძლება გახდეს ილია მეორის მემკვიდრე)

სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად პანაშვიდებს მგალობლების თანხლებით გადაიხდიან. პარალელურად, ტაძარში ყოველდღიურად გაგრძელდება ღვთისმსახურებაც.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება. პანაშვიდები კი განუწყვეტლივ აღევლინება 11:00-დან 16:00 საათამდე და 18:00-დან 22:00 საათამდე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონის ტაძარში ილია II-ის საფლავზე მისვლა 23 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ