სიონის ტაძარში ილია II-ის საფლავზე მისვლა 23 მარტიდან იქნება შესაძლებელი
მოქალაქეებს პატრიარქის საფლავის მონახულება დილის 08:00 საათიდან შეეძლებათ.
მოქალაქეებს სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საფლავზე მისვლა 23 მარტს, დილის 08:00 საათიდან შეეძლებათ.
ილია II სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალეს. მასთან გამოსამშვიდობებლად სრულიად საქართველოდან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სამგლოვიარო პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ფეხით მიმდინარეობდა.
დაკრძალვამდე, ოთხი დღის განმავლობაში, სამების საკათედრო ტაძარში 24-საათიანი სამოქალაქო პანაშვიდები იმართებოდა, სადაც მოქალაქეებს პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება შეეძლოთ.
შეგახსენებთ, რომ ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს. ის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი ლონგინოზი ლიტურგიას აღავლენს პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე.