18 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა საქართველოში
საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას.
93 წლის ასაკში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო 17 მარტს გვიან ღამით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმთა კონსილიუმი მუშაობდა. მიუხედავად გაწეული ინტენსიური სამედიცინო დახმარებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუმინეთის პატრიარქმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.