პატრიარქი ილია II კლინიკაში გადაიყვანეს — მდგომარეობა საყურადღებოა

2824
17 მარტი 10:04
133
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

კავკასიის მედიცინის ცენტრის ინფორმაციით, პატრიარქი რეანიმაციაშია მოთავსებული; ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა ამ ეტაპზე სტაბილური.

ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, პატრიარქი სამედიცინო დაწესებულებაში კუჭიდან მასიური სისხლდენის დიაგნოზით შეიყვანეს. მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო და დიაგნოსტიკური პროცედურები და ამჟამად კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში იმყოფება.

„პატრიარქი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა — ჰემოდინამიკა არასტაბილური გვაქვს“, — აღნიშნავს კავკასიის მედიცინის ცენტრი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.

მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა ამ ეტაპზე სტაბილურად ფასდება.

გთხოვთ, ვილოცოთ პატრიარქის ჯანმრთელობისთვის!

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მილოცვა ილია II-ს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავთან დაკავშირებით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ