კულტურის სამინისტროში რევაზ თაყაიშვილის წიგნის – „ჩემი ექვთიმე“ პრეზენტაცია გაიმართა
გამოცემა ეფუძნება ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს და დიდი ქართველის ცხოვრებასა და ეპოქას აცოცხლებს.
კულტურის სამინისტროში რევაზ თაყაიშვილის წიგნის – „ჩემი ექვთიმე“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და ეფუძნება ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს.
წიგნში წარმოდგენილია დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრება, საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობა, ასევე იმდროინდელი ისტორიული ეპოქა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობა წარმოადგენდა.
პრეზენტაციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები და ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ექვთიმე თაყაიშვილის განსაკუთრებულ ღვაწლს ქართული კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა შიომ დიდი მარხვის მეორე კვირას სამების საპატრიარქო ტაძარში იქადაგა.