8 მარტს ონლაინ ლექციას მიტროპოლიტი გრიგოლ პაპათომასი წარუძღვება

2824
04 მარტი 22:24
32
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროექტის მეორე კურსი: „ეკლესია პირველ ათასწლეულში“ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროექტის მეორე კურსი: „ეკლესია პირველ ათასწლეულში“

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის საღვთისმეტყველო პროექტის XV სესია – ტრულის მსოფლიო კრება განხილვის ცენტრში.

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროექტის მეორე კურსის ფარგლებში, სახელწოდებით „ეკლესია პირველ ათასწლეულში“, XV სალექციო სესია 8 მარტს, კვირას, საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მომხსენებელი იქნება მიტროპოლიტი გრიგოლ პაპათომასი, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ტრულის მსოფლიო კრება (691-692): ისტორიული ფონი და კანონიკური დადგენილებები“. სესიაზე განხილული იქნება კრების მოწვევის ისტორიული გარემოებები, მისი მნიშვნელობა საეკლესიო სამართლის განვითარებაში და ის კანონიკური დადგენილებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკლესიის ცხოვრებასა და დისციპლინაზე.

საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს მსმენელთა ღრმა გაცნობას პირველი ათასწლეულის ეკლესიის ისტორიასთან, დოგმატურ და კანონიკურ განვითარებასთან. კურსზე რეგისტრაცია კვლავაც შესაძლებელია სპეციალური ბმულის საშუალებით:
[https://forms.gle/jgaBBLx8SgbwYafZA](https://forms.gle/jgaBBLx8SgbwYafZA)
(რეგისტრაციისას რეკომენდებულია browser-ის გამოყენება – Google Chrome, Opera, Safari და სხვა).

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს ელექტრონულ ფოსტაზე:
[[email protected]](mailto:[email protected])

სალექციო სესიების გეგმა ხელმისაწვდომია ბმულზე:
[https://drive.google.com/file/d/1u-dagET0Tyfwpc4otD3fpfY-Bzi7eJVC/view?usp=sharing](https://drive.google.com/file/d/1u-dagET0Tyfwpc4otD3fpfY-Bzi7eJVC/view?usp=sharing)

ხოლო სესიების მომხსენებელთა შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
[https://drive.google.com/file/d/1VSJzP5IBy2LVMF_kp3YPeNe6WLCsfHM0/view?usp=sharing](https://drive.google.com/file/d/1VSJzP5IBy2LVMF_kp3YPeNe6WLCsfHM0/view?usp=sharing)

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 25 თებერვალს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ