საჩინოს N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ გაიმართა
პროექტის ფარგლებში დეკანოზი ილია სარია მოსწავლეებს ღირებულებითი განათლების, ოჯახის სიწმინდისა და ქრისტიანული ფასეულობების შესახებ ესაუბრა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით და ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს N1 საჯარო სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოსწავლე-ახალგაზრდები და პედაგოგები. ღონისძიებას უძღვებოდა ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია სარია, რომელმაც ისაუბრა ღირებულებითი განათლების მნიშვნელობაზე, ოჯახის სიწმინდის ღირებულებაზე, ქართულ ტრადიციებსა და ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლებზე.
განათლებისა და კულტურის ღირებულებითი ასპექტების განხილვამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ეთიკური და სულიერი ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია. მან მამა ილიასთან ერთად სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა, ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბერი ანდრიას დაბადებიდან 32 წელი ფონდის „ბედნიერ სახლში“ ღონისძიებით აღინიშნაю