ბერი ანდრიას დაბადებიდან 32 წელი ფონდის „ბედნიერ სახლში“ ღონისძიებით აღინიშნა

23 თებერვალი 21:00
168
მიტროპოლიტი დანიელი. ფოტო: ბერი ანდრიას ფონდი მიტროპოლიტი დანიელი. ფოტო: ბერი ანდრიას ფონდი

სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიტროპოლიტმა დანიელმა გადაიხადა; ღონისძიებას მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და ფონდის მეგობრები დაესწრნენ.

2026 წლის 23 თებერვალს ბერი ანდრიას დაბადებიდან 32 წელი ტრადიციულად აღინიშნა, ფონდ „ბედნიერ სახლში“ მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

პანაშვიდი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) აღასრულა. ლოცვით მსახურებაში მონაწილეობდნენ და ღონისძიებას ესწრებოდნენ ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), სასულიერო პირები და ფონდის მეგობრები.

შეკრებილებმა პატივი მიაგეს ბერი ანდრიას ხსოვნას, გაიხსენეს მისი სულიერი ღვაწლი და მისი ცხოვრების მაგალითი, რომელიც მრავალი ადამიანისთვის რწმენის, სიმდაბლისა და სიყვარულის ნიმუშად რჩება.

ფონდი „ბედნიერი სახლი“ ყოველწლიურად აღნიშნავს ამ დღეს, რათა ბერი ანდრიას ხსოვნა ღირსეულად შეინარჩუნოს და მისი სულიერი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს გადასცეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა ლექცია ჩაატარა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ