ანსამბლი „დიდგორი“ შენდობის კვირას სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო

23 თებერვალი 21:49
216
ანსამბლი „დიდგორი“. ფოტო: საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება ანსამბლი „დიდგორი“. ფოტო: საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება

ქართულ სამოსში გამოწყობილმა აღსაზრდელებმა ლოცვითა და მოკრძალებით განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინეს დღეს.

22 თებერვალს, შენდობის კვირა, განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობის დღეა, ქორეოგრაფიული ანსამბლი „დიდგორი“ სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.

ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ანსამბლის აღსაზრდელები და მათი ქორეოგრაფი, მარი ჟღენტი, ტაძარში მოკრძალებითა და ლოცვით იმყოფებოდნენ. მათი ღირსეული ყოფნა სიმბოლურად გამოხატავდა შენდობის კვირის მთავარ სათქმელს — სიყვარულს, სინანულსა და მადლს, რომელიც ადამიანს სულიერი განახლებისა და ჭეშმარიტი გზისკენ მოუწოდებს.

ანსამბლის წევრების ტაძარში მონაწილეობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ახალგაზრდების სულიერ აღზრდასა და ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობას.

ანსამბლი „დიდგორი“ მადლობას უხდის ქორეოგრაფთა კავშირსა და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებას მხარდაჭერისა და ორგანიზებისთვის. მათი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების სულიერ ცხოვრებაში ჩართვის, წმინდა ზიარების მიღებისა და დედა-ეკლესიისა და სამშობლოს ერთგულ შვილებად აღზრდის საქმეში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „დავითიანნი“ საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავთან დაკავშირებით „მახარობელთა“ მსვლელობას იწყებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ