გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-2 ნომერი

2824
02 თებერვალი 14:44
13
„საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-2 ნომერი. ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-2 ნომერი. ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი

ახალი ნომერი მკითხველს სთავაზობს საეკლესიო ცხოვრებისა და საზოგადოებრივი საკითხების მრავალფეროვან მასალებს.

გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-2 ნომერი, რომელიც ტრადიციულად ასახავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებას, მნიშვნელოვან მოვლენებსა და სულიერ-საგანმანათლებლო თემებს.

გაზეთის ფურცლებზე მკითხველი გაეცნობა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებას ქრისტეშობის დღესასწაულზე. ასევე წარმოდგენილია ქრონიკა და მიმდინარე სიახლეები, მათ შორის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვები მზექალა შანიძის დაბადებიდან 100 წლისთავისა და ჯუმბერ ჯანდიერის დაბადებიდან 90 წლისთავის აღსანიშნავად.

ნომერში ასახულია დაჯილდოებისა და ხელდასხმის ცერემონიები, ბაქოში გამართული კონცერტი, სამძიმრის წერილები, ასევე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „ოკუპირებული აფხაზეთი – კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები“.

განსაკუთრებული ადგილი ეთმობა წმინდანთა ცხოვრებასა და სულიერ თემებს: წმინდა ექვთიმე აღმსარებელს (კერესელიძე), ღირს მაქსიმე აღმსარებელს, არქიმანდრიტ კვიპრიანე კერნის ნააზრევს მოძღვრის დანიშნულების შესახებ, ასევე მადლიერებით სავსე მოგონებას დეკანოზ ფარნაოზ მარგალიტაშვილზე.

გაზეთში წარმოდგენილია მასალები ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კურთხევიდან 135 წლის იუბილეს შესახებ, მზექალა შანიძის 100 წლისთავთან დაკავშირებული სტატიები, უცხოეთის ქრონიკა და ისტორიის ფურცელი მღვდელ ნიკიფორე თხილაიშვილის შესახებ.

„საპატრიარქოს უწყებანის“ ახალი ნომრის შეძენა შესაძლებელია ტაძრებში, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებში და სპეციალურ სტენდებთან.

მართლმადიუდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი დაბადების დღეს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ