არქიმანდრიტი იოანე (კვარაცხელია) მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა
დაჯილდოება წმინდა ნინოს ხსენების დღეს, აცანის მამათა მონასტერში გაიმართა.
2026 წლის 27 იანვარს, ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს ხსენების დღეს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში ამავე სავანის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (კვარაცხელია), მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
დაჯილდოება ეკლესიისა და მონასტრის წინაშე გაწეული მრავალწლიანი ღვაწლისა და ერთგული მსახურების აღსანიშნავად აღესრულა. მსახურებას ესწრებოდნენ სამღვდელოება და მრევლი, რომლებმაც არქიმანდრიტ იოანეს ეს მნიშვნელოვანი პატივი მიულოცეს.
მართლმადიდებელი ჟურნალისტთა კავშირის სახელით ვულოცავთ არქიმანდრიტს დაჯილდოვებას. ღმერთმა სიმტკიცით, სიყვარულით და გულისხმიერებით ამსახუროს ერისა და ეკლესიის წინაშე. ,,აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!”
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მოდიოდა ნინო მთებით.